|
სააქციო საზოგადოება "ბოლნისის ტუფის" სახერხი ქარხანა მდებარეობს რაიონულ
ცენტრ ბოლნისიდან 18 კილომეტრის მანძილზე.
ქარხანაში დასაქმებულია 77 კაცი და ყოველთვიურად შეუძლია 3000 მ2
ფილის წარმოება.
1 მ2 ფილის ფასი (სისქე 3 სმ) შეადგენს 32 $-ის ექვივალენტს ლარებში. ფასი
პროპორციულად იზრდება ფილის სისქის მატებასთან ერთად.
სააქციო საზოგადოება "ბოლნისის ტუფს" შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს შემდეგი
სახის მომსახურება: ფილების დამუშავება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით,
მოჩუქურთმება და ტრანსპორტირება საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
ბოლნისის ფილებით არის მოპირკეთებული სამების ტაძარი, მთავრობის სასახლე და
კიდევ მრავალი შენობა. |